


Sun, Aug 13
|Kutaisi
ტვინების ბრძოლის ინტელექტ-ფესტივალი 2023
"ტვინების ბრძოლის" ტრადიციად ქცეული საზაფხულო აქტივობა ბრუნდება! კარგად ნაცნობ საინტერესო თამაშებთან და ღონისძიებებთან ერთად, ჩვენ მრავალ განსაკუთრებულ ინოვაციას გპირდებით. 13 აგვისტოდან "ტვინების ბრძოლა" საზაფხულო ინტელექტუალურ ფესტივალს მასპინძლობს!
ჩატარების ადგილები
Aug 13, 2023, 10:00 AM – Aug 19, 2023, 1:00 AM
Kutaisi, Youth Avenue, 5th Lane
პროექტის შესახებ
ინტელექტ-ფესტივალი, იგივე "ტვინების ბრძოლის ბანაკი", ტრადიციად ქცეული ღონისძიებაა, რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონების დასრულების შემდეგ.
აქ იკრიბებიან წიგნის, ინტელექტუალური შეჯიბრებების და ნოვატორული იდეების მოყვარული მოსწავლეები საქართველოს ყველა კუთხიდან.
გაინტერესებს, რატომ არის ტვინების ბრძოლის ბანაკი საუკეთესო არჩევანი საზაფხულო არდადეგების ერთი კვირის გასატარებლად? იმიტომ, რომ ამ ბანაკში იდეალურადაა შერწყმული რეკრეაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და არაფორმალური განათლება.
ბანაკში ყოველი დღე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და სასარგებლო გამოცდილებას გპირდება. თითოეული საათი საინტერესო აქტივობებისგან შედგება, რომელთა შესახებ დღის დასაწყისში შეიტყობ. აქტივობათა ნაწილი შენთვის კარგადაა ნაცნობი, ნაწილი კი - სრულიად ინოვაციურია.
დაესწრები რობოტიკის მასტერკლასებს;
შეისწავლი 3D მოდელირებას;