top of page
ტვინების ბრძოლის ბანაკი 2025
ტვინების ბრძოლის ბანაკი 2025

Date and time is TBD

|

Location is TBD

ტვინების ბრძოლის ბანაკი 2025

ინტელექტ-ფესტივალი, იგივე "ტვინების ბრძოლის ბანაკი".აქ ძირითადად იკრიბებიან წიგნის, ინტელექტუალური შეჯიბრებების და ნოვატორული იდეების მოყვარული მოსწავლეები საქართველოს ყველა კუთხიდან

ჩატარების ადგილები

Date and time is TBD

Location is TBD

პროექტის შესახებ

ინტელექტ-ფესტივალი, იგივე "ტვინების ბრძოლის ბანაკი",არის ტრადიციად ქცეული ღონისძიება  რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება - გაზაფხულის და შემოდგომის სეზონის დასრულების შემდეგ.

აქ ძირითადად იკრიბებიან წიგნის, ინტელექტუალური შეჯიბრებების და ნოვატორული იდეების მოყვარული მოსწავლეები საქართველოს ყველა კუთხიდან.

გაინტერესებს, რატომ არის ტვინების ბრძოლის ბანაკი საუკეთესო არჩევანი საზაფხულო არდადეგების ერთი კვირის გასატარებლად? იმიტომ, რომ ამ ბანაკში იდეალურადაა შერწყმული რეკრეაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და არაფორმალური განათლება.

ბანაკში ყოველი დღე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და სასარგებლო გამოცდილებას გპირდება. თითოეული საათი საინტერესო აქტივობებისგან შედგება, რომელთა შესახებ დღის დასაწყისში შეიტყობ. აქტივობათა ნაწილი შენთვის კარგადაა ნაცნობი, ნაწილი კი - სრულად ინოვაციურია. დაესწრები რობოტიკის გაკვეთილებს, ჩაერთვები გუნდურ ღონისძიებებში, ითამაშებ ინტელექტუალურ თამაშებს, შეხვდები საინტერესო სტუმრებს, და მონაწილეობას მიიღებ სპორტულ ჩემპიონატებში.

თანმიმდევრულმა გრაფიკმა არ შეგაშინოს - ყოველთვის შეგიძლია, გამოიჩინო ინიციატივა და შემოგვთავაზო, რისი გაკეთება გსურს.

თითოეულ ჯგუფს მეგობრული და გამოცდილი ლიდერი ეყოლება; ჩვენი ლიდერების გუნდი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შენი ინიციატივა სისრულეში მოვიყვანოთ.


ბარათით გადახდა

  • რეზერვი

    ადგილის დარეზერვება საზაფხულო ბანაკში

    GEL 100.00

    +GEL 2.50 ticket service fee

Total

GEL 0.00

გაზიარება

bottom of page