
მოიპოვე რეგიონის ჩემპიონის ტიტული!
Sun, Dec 07
|Location is TBD
ერთი "ბრძოლა" მოგებულია, თუმცა, წინ კიდევ რამდენიმეა! ფრონტის ხაზი კი უცვლელია - ცოდნა, გამბედაობა და აზარტი. 7 დეკემბერს ტვინების ბრძოლის რეგიონულ ტურზე გელით!


ჩატარების ადგილები
Dec 07, 2025, 11:00 AM – 7:00 PM
Location is TBD
პროექტის შესახებ
„ტვინების ბრძოლის“ საქალაქო ეტაპი უკვე ისტორიის ნაწილია! ემოციებით და აზარტით სავსე დღეების შემდეგ, ასპარეზობა ახალ, უფრო გადამწყვეტ ფაზაში გადადის. გილოცავთ ყველას, ვინც საუკეთესო შედეგები აჩვენეთ, ბრძოლა გრძელდება!
ახლა, დროა რეგიონულ ტურზე ეფექტური ასპარეზობისთვის ვიზრუნოთ!
🏆 რეგიონულ პირველობაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა საქალაქო ტურში ნაჩვენები საუკეთესო შედეგების მქონე გუნდების 50%-მა. თუ თქვენ ამ სიაში ხართ, გილოცავთ, ბრძოლა გრძელდება! 🗝
💰 მონაწილეობის საფასური - რეგიონულ ტურში მონაწილეობა, ტრადიციულად, სრულიად უფასოა!
📚 „დაანონსებული წიგნის“ წესი კვლავ ძალაში რჩება! 🧐 იმისათვის, რომ გუნდმა მაქსიმალური ქულები დააგროვოს, აუცილებელია ჩვენი ავტორების მიერ, თითოეული ასაკობრივი კატეგორიისთვის შერჩეული ლიტერატურის დამუშავება, რადგან თამაშში კვლავ იქნება კითხვები წიგნის შინაარსიდან
🔗 რეგიონული ტურისთვის წასაკითხი წიგნების სია იხილეთ აქ: brains.ge/library
