


Sat, Dec 31
|online quiz
ჯადოსნური ჰაკათონის ფინალი
საახალწლო ინტელექტ ჰაკათონი არის გამოწვევა თავგადასავლების მოყვარული, წარმატებული მოსწავლეებისათვის
ჩატარების ადგილები
Dec 31, 2022, 3:00 PM – Jan 31, 2023, 7:00 PM
online quiz
პროექტის შესახებ
საახალწლო ჰაკათონი მონაწილეებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ თვითშემეცნების უნარი, ფაქტობრივი ცოდნისა და ლოგიკური აზროვნების ინტეგრირებით, თავი გაართვან ნებისმიერი სახის დავალებას, როგორც ჰაკათონის ფარგლებში, ასევე ცხოვრებაში.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ მეორე - მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, ინდივიდუალურად. პროექტი ტარდება ონლაინ.
ონლაინ ქვიზი დაფუძნებულია ლოგიკურ აზროვნებაზე და ითვალისწინებს ოთხი საგნის თემატიკას: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა და ზოგადი განათლება (შეიცავს რობოტიკის, ჭადრაკის ელემენტებს).
თითოეული დავალების დაძლევა მონაწილეს შეეძლება ამოხსნის ალტერნატიული გზებით. მაგალითად, თუ მონაწილემ არ იცის პასუხი ფაქტობრივ ლიტერატურულ შეკითხვაზე, ამ პასუხამდე მისვლა შეეძლება საინტერესო მინიშნებებით, მათემატიკური მაგალითებით, თუ ლოგიკური აზროვნებით.
საახალწლო ჰაკათონი 3 ეტაპიანია: I საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება ონლაინ 13-25 დეკემბრის შუალედში, მონაწილის მიერ რეგისტრაციის დროს: www.brains.ge/online დამოუკიდებლად არჩეულ დროს.
წერისათვის განკუთვნილი დრო არის 60 წუთი.