top of page

გამარჯვებულთა ბანაკი 2024

Tue, Aug 06

|

Bakuriani

ტვინების ბრძოლის ბანაკი ბაკურიანში

Tickets are not on sale
See other events
გამარჯვებულთა ბანაკი 2024
გამარჯვებულთა ბანაკი 2024

ჩატარების ადგილები

Aug 06, 2024, 7:00 AM – Aug 11, 2024, 11:00 AM

Bakuriani, PGPH+24R, Agmashenebeli Street, Bakuriani 1204, Georgia

პროექტის შესახებ

ინტელექტ-ფესტივალი, იგივე "ტვინების ბრძოლის ბანაკი",არის ტრადიციად ქცეული ღონისძიება  რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება - გაზაფხულის და შემოდგომის სეზონის დასრულების შემდეგ.

აქ ძირითადად იკრიბებიან წიგნის, ინტელექტუალური შეჯიბრებების და ნოვატორული იდეების მოყვარული მოსწავლეები საქართველოს ყველა კუთხიდან.

გაინტერესებს, რატომ არის ტვინების ბრძოლის ბანაკი საუკეთესო არჩევანი საზაფხულო არდადეგების ერთი კვირის გასატარებლად? იმიტომ, რომ ამ ბანაკში იდეალურადაა შერწყმული რეკრეაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და არაფორმალური განათლება.

ბანაკში ყოველი დღე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და სასარგებლო გამოცდილებას გპირდება. თითოეული საათი საინტერესო აქტივობებისგან შედგება, რომელთა შესახებ დღის დასაწყისში შეიტყობ. აქტივობათა ნაწილი შენთვის კარგადაა ნაცნობი, ნაწილი კი - სრულად ინოვაციურია. დაესწრები რობოტიკის გაკვეთილებს, ჩაერთვები გუნდურ ღონისძიებებში, ითამაშებ ინტელექტუალურ თამაშებს, შეხვდები საინტერესო სტუმრებს, და მონაწილეობას მიიღებ სპორტულ ჩემპიონატებში.

თანმიმდევრულმა გრაფიკმა არ შეგაშინოს - ყოველთვის შეგიძლია, გამოიჩინო ინიციატივა და შემოგვთავაზო, რისი გაკეთება გსურს.

თითოეულ ჯგუფს მეგობრული და გამოცდილი ლიდერი ეყოლება; ჩვენი ლიდერების გუნდი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შენი ინიციატივა სისრულეში მოვიყვანოთ.

ჩვენი გუნდი განსაკუთრებით ზრუნავს ბანაკის შემეცნებით-გასართობ მხარეზე და მოსწავლეების ინტეგრირებაზე საერთო ინტერესების მქონე, ინტელექტუალ თანატოლებთან. ყოველდღე იმართება ტვინების ბრძოლის, ბრეინშტორმისა და სხვა ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატები, ეწყობა კინოჩვენება და ლიტერატურული განხილვები, ტარდება მასტერკლასები სხვადასხვა თემატიკაზე. "ტვინების ბრძოლის" ინტელექტუალური ფესტივალის ფარგლებში, ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს როგორც ბავშვების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ პირობებში ცხოვრებაზე, ისე ფესტივალის შემეცნებით-გასართობ მხარეზე.

გაზიარება

bottom of page