top of page

გახდი სკოლის ჩემპიონი! პირველი ნაბიჯი დიდი გამარჯვებისკენ...

1 თებერვლიდან - 7 მარტამდე

|

შენს სკოლაში

🧠🏆ტვინების ბრძოლა იწყება შენს სკოლაში - მზად ხარ დიდი ინტელექტუალური გამოწვევისთვის?

გახდი სკოლის ჩემპიონი!  პირველი ნაბიჯი დიდი გამარჯვებისკენ...
გახდი სკოლის ჩემპიონი!  პირველი ნაბიჯი დიდი გამარჯვებისკენ...

ჩატარების ადგილები

1 თებერვლიდან - 7 მარტამდე

შენს სკოლაში

პროექტის შესახებ

📅 1 თებერვლიდან 7 მარტამდე პერიოდი დაეთმობა შიდა სასკოლო ჩემპიონატების ჩატარებას. ჩვენი გუნდის კოორდინირებით, 56 მუნიციპალიტეტის 1000-ზე მეტ სკოლაში საზეიმოდ მოწყობილ სათამაშო მოედნებზე გაიმართება გუნდური ინტელექტუალური პაექრობა – "ტვინების ბრძოლა".

🎯 რა გელოდება?

  • გუნდური პაექრობა – მიიღე გამოცდილება გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებაში და პასუხისმგებლობის სტრატეგიულად განაწილებაში! გამოსცადე შენი ცოდნა, ლოგიკური და სტრატეგიული აზროვნება რეალურ შეჯიბრში.

  • სწავლა თამაშით – ჩვენი თამაშის მიზანი არა მხოლოდ გართობაა, არამედ განათლების ხელშეწყობა. "ტვინების ბრძოლის" მონაწილეები ავითარებენ ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას, კონცენტრაციის უნარს, მეხსიერებასა და გუნდურ მუშაობას. ამასთან, ისინი ეჩვევიან წაკითხულის გააზრებას და ლიტერატურის სიყვარულს.

  • განვითარების პერსპექტივა – გამარჯვებული გუნდები მიიღებენ საქალაქო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას და შეძლებენ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას. სკოლის ჩემპიონის გუნდის წევრებს გადაეცემათ „ტვინების ბრძოლის“ დიპლომები და სკოლის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული წამახალისებელი პრიზები!

📍 გაერთე, ისწავლე და მოიგე!ეს არის შენი შანსი, გახდე სკოლის ჩემპიონი და გამოავლინო შენი უნარები ინტელექტუალურ შეჯიბრში. შეკრიბე შენი გუნდი, მოემზადე და შემოგვიერთდი „ტვინების ბრძოლის“ ყველაზე დიდ გამოწვევაში!

გაზიარება

bottom of page