მას აქვს 88 „გასაღები“ (ინგლისურად Key), მაგრამ არცერთი მათგანი არცერთ კარს არ აღებს. სამაგიეროდ, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აუჩუყოს გული. რა ნივთია ეს?
თბილისი N37 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა. შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიაში წარიმართა. ჯამში, თბილისი N37 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში რვა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საი