ნიმუშად მოცემული სავარჯიშოები ყველა კლასის ტესტში  გვხვდება მსგავსი სტრუქტურით, განსხვავება იქნება მხოლოდ დავალებების სირთულეში. 

აქ განხილულია სამი სახის სავარჯიშო

1   დავალება არის 6 ქულიანი და ჩაშლილია ორ თანაბარქულიან საკითხად. 

  • მოსწავლემ უნდა უპასუხოს ორ შეკითხვას - ერთი ზოგადი ცოდნის საფუძველზე, მეორე განვლილი მასალის გახსენების შედეგად.

 

4 კლასი

იპოვე სწორი პასუხები 

 

ბერძნულ მითოლოგიაში აპოლონის მეტსახელი არის ბრწყინვალე, რადგან მას მიიჩნევენ [გამოტოვებულია 2 სიტყვა] ღვთაებადაც. 

იროდიონ ევდოშვილის ლექსში ფანჯარაზე [გამოტოვებულია იგივე 2 სიტყვა] დაცემის შემდეგ, ბავშვები სკოლისკენ მიიჩქარიან.

 

შეკითხვა 1.მოცემულ წინადადებებში გამოტოვებულია ერთი და იგივე ორი სიტყვა, იპოვე და ჩასვი ქვემოთ მოცემული ოთხი ვარიანტიდან.

 

ა) მთვარის ანარეკლის       გ) ვარსკვლავური მტვრის       ბ) მზის სხივის    დ) ალმასის ქვის 

შეკითხვა 2. რომელ ლექსზეა მეორე წინადადებაში საუბარი? ( 3 ქ )

 

ა) სკოლისაკენ ჰერი, ჰერი       გ) კარგი მოსწავლე         ბ) რა დილა თენდება      დ) ჰერიო ბიჭებო

მოცემული სტილის დავალება 10 ქულიანია, მისი ამოხსნა მოითხოვს მათემატიკის და ლოგიკური აზროვნების გამოყენებას. 

  • პირველი სამი პირობის ლოგიუკურად გააანალიზების საფუძველზე მიიღებთ კონკრეტულ თვესა და რიცხვს, ხოლო მათემატიკური მაგალითების ამოხსნის შემდეგ, მიღებულ ციფრებს დაალაგებთ თანმიმდევრობით და თქვენ გაიგებთ მნიშვნელოვანი მოვლენის წელს. 

  • პ.ს . თითოეულ სავარჯიშოს სათაური არის დამატებითი მინიშნება/გასაღები..

 

5 კლასი

დამოუკიდებელი ხასიათის ამოცანა 

თქვენი ამოცანაა, იპოვოთ თარიღი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, როცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. თარიღის დასადგენად საჭიროა ცალ-ცალკე იპოვოთ რიცხვი, თვე და წელი.

მოცემულია 4 პირობა 

  1. ცნობილია, რომ დღის რიცხვი, რომელიც ამ თარიღში ფიგურირებს ლუწი რიცხვია. 

  2. ასევე ცნობილია, რომ თვის რიგითი ნომერი კენტი რიცხვია, იგი მეტია 3-ზე და ნაკლებია 7-ზე.

  3. დღის აღმნიშვნელი რიცხვი მეტია 24-ზე და ნაკლებია 28-ზე

  4. ოთხნიშნა წელი კი შეგიძლია გაიგო, თუკი გააკეთებ ქვემოთ მოცემულ მაგალითებს და პასუხად მიღებულ ციფრებს ერთმანეთის გვერდით დაალაგებ.

 

  • მაგალითი 1: 3+11-12+13-14=__? (1ქ)

  • მაგალითი 2: 11+11-12+13-14=__?(1ქ)

  • მაგალითი 3:  9-8+7-6+4-3-2=__?(1ქ)

  • მაგალითი 4:  2+3+4+5-6=__?(1ქ)

შეკითხვა 1 (2ქ) : დღის აღმნიშვნელი რიცხვია?

                            ა) 24            ბ) 25   გ) 26            დ) 27
 

შეკითხვა 2 (2ქ) : რომელი თვე ფიგურირებს თარიღში?

 

                           ა) თებერვალი     ბ) მარტი      გ) აპრილი            დ) მაისი


 

შეკითხვა 3 (2ქ) : რომელი წელი ფიგურირებს თარიღში?

 

                           ა) 1918                   ბ) 1921        გ) 1991                  დ) 2012

 


 

მოცემული დავალება 12 ქულიანია, რომელიც ამოწმებს, ერთი მხრივ, ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნას, მეორე მხრივ, მოითხოვს მათემატიკურ აზროვნებას.

მათემატიკური მაგალითების ამოხსნის საფუძველზე მიიღებთ ციფრებს, რომელსაც შეუსაბამებთ ქართული ანბანის ასოებს რიგითობის მიხედვით. მიღებულ სიტყვებს ჩასვამთ წინადადებაში და გასცემთ პასუხს დასმულ შეკითხვას.


 

9 კლასი

ანბანიზაცია 

● შენ უნდა გამოიცნო პასუხი კითხვაზე.

● კითხვაში გამოტოვებულია სიტყვები, რომლებიც უნდა შეავსო.

● გამოტოვებული სიტყვების გამოსაცნობად დაგჭირდება რიცხვები, რომლებსაც

გამოთვლის შედეგად მიიღებ.

● თითოეული ციფრი თანმიმდევრულად უნდა შეუსაბამო ქართული ანბანის ერთ ასოს და ააწყო ჩასასმელად საჭირო სიტყვები.

● ციფრი 1 შეესაბამება პირველ ასოს, ანუ „ა“, ციფრი 2 - მეორე ასოს, ანუ „ბ“, ციფრი 3 -

მესამე ასოს, ანუ „გ“ და ასე შემდეგ...

მაგალითად, მოცემულია რიცხვები: 8, 2, 9, 11, 9, 18, 9.

8 - თ; 2 - ბ; 9 - ი; 11 - ლ; 9 - ი; 18 - ს; 9 - ი. ასოებით თ, ბ, ი, ლ, ი, ს და ი, იწყობა სიტყვა

„თბილისი“.

მაშ ასე, შეკითხვა!

დაასახელეთ ქართველი -----, რომელმაც დაწერა “----”.

დავალება პირველი:
სავარჯიშოები

 

სავარჯიშო A

1. 35+12-23+9-18=         

2. 84:(6060:1010)=

3. (72+7*4):20=        

4. 23-37+18-4+19=

5. 81:3-3*6=

 

სავარჯიშო B

1. 46:2+18*4*7*0-1=           

2. (131-75+44):5=  

3. (19-37+22)+2*11=

4. (18*2):4=
 

დავალება მეორე:
A და B სავარჯიშოებში მიღებული რიცხვები, პასუხების ფურცელზე შეუსაბამე მათ რიგითობას ანბანში და მიღებული ასოებით ააწყვე ორი სიტყვა. (3 ქ)

პირველი სიტყვა: _ _ _ _ _
მეორე სიტყვა:  _ _ _ _


 

დავალება მესამე:
პასუხების ფურცელზე ჩასვი გამოტოვებული სიტყვები მთავარ შეკითხვაში და უპასუხე მას. 

  • Facebook - Black Circle
  • Twitter - Black Circle
  • YouTube - Black Circle

© 2019 Brains.ge

ძველი თბილისი თბილისი საქართველო