ელიტ-ლიგა არის ბრეინსის ახალი პროექტი - გუნდური ინტელექტუალური თამაში "ტვინების ბრძოლა" სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის. ელიტ-ლიგაში მოხსნილია ასაკობრივი შეზღუდვა. ასევე სავალდებულო არაა გუნდის დაკომპლექტება ერთი სასწავლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი/სკოლა).

21 დეკემბერი

პრიზები 21 დეკემბრის ელიტ-ლიგის თამაშზე:

I ადგილი: ფულადი პრიზი!
გამარჯვებული გუნდი მიიღებს ფულად ჯილდოს დაგროვილი ქულების შესაბამისად. თამაშის მაქსიმალური ქულაა 126; გუნდს გადაეცემა იმდენივე ლარი, რამდენი ქულის მოპოვებასაც მოახერხებს.

II ადგილი: ხუთი ბილეთი სასურველ ფილმზე კინოთეატრში!

III ადგილი: მაისურები სასურველი დიზაინით!
გამოგვიგზავნეთ თქვენთვის სასურველი წარწერა და/ან ნახატი და ჩვენ დაგიბეჭდავთ ❤️

საორგანიზაციო ჯგუფი დაკომპლექტებულია ტვინების ბრძოლის წარმატებული მოაზროვნეებით.

18:00 საათი, მის: ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ პირველი კორპ) 

თამაშზე მოსულ ადამიანებს ელოდებათ მეგობრული გარემო ნაცნობი სახეებით. წამახალისებელი პრიზებით დატვითული იქნება როგორც გახსნითი თამაში, ასევე ჩემპიონატის თითოეული შეხვედრა. საინტერესო სიახლეები იქნება თამაშის მიმდინარეობისას: სპონსორის სახელობის რაუნდებზე დაწესდება კრეატიული საჩუქრები, მათ შორის ინდივიდუალური საჩუქარი დაწესდება კაპიტნების ტურში. თითოეული სპონსორის შესახებ ინფორმაციას შეიტყობთ ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან.

რეგისტრირებული გუნდები

შედეგები

  • Facebook - Black Circle
  • Twitter - Black Circle
  • YouTube - Black Circle

© 2019 Brains.ge

ძველი თბილისი თბილისი საქართველო