top of page

Search Results

166 items found for ""

Blog Posts (76)

  • რატომ ,,ტვინების ბრძოლის" ბანაკი?

    ,,ტვინების ბრძოლის" ბანაკს, რომელიც ჩვენი თამაშების ტრადიციული და მთავარი პრიზია, ბევრი თქვენგანი იცნობს და მაინც რამდენად ღირს ბრძოლა ამ ჯილდოსთვის? რა მოლოდინები უნდა გქონდეთ, იმ შემთხვევაში თუ გახდებით ჩვენი შემეცნებით-ინტელექტუალური თავგადასავლების მეგზურები. ვფიქრობთ გადაწყვეტილების მიღებაში მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ. ტვინების ბრძოლის შემეცნებით-ინტელექტუალური ბანაკი, წლებია ბრეინსელებისთვის გამარჯვების მთავარი მოტივატორია, ეს არის საშუალება შეიძინო ახალი მეგობრები, გახდე კიდევ უფრო სოციალური, თავდაჯერებული, ისწავლო, განამტკიცო, გამოავლინო და გააზიარო შენი შესაძლებლობები. მოკლედ დაწერო შენი წარმატების ახალი ისტორია! ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან ბანაკში ცხოვრება ერთ კვირას მოიცავს. პროგრამა დაგეგმილია იმგვარად, რომ მოსწავლეები დასვენებისა და განტვირთის პარალელურად აქტიურად ერთვებიან შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში. ეს არის ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების და არაფორმალური განათლებას მიღების საუკეთესო შესაძლებლობა. ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან რობოტიკის გაკვეთილები, გუნდური ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, ინტელექტუალური თამაშები, ქორეოგრაფიული და იუმორისტული ღონისძიებები, ღია გაკვეთილები მოწვეულ სტუმრებთან, წამახალისებელი შიდა კონკურსები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რაც ჩვენს ბანაკში გელოდებათ. გაწერილი პროგრამის პარალელურად, თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება გააჟღეროს და გაგვიზიაროს კრეტიული იდეები, რაც ცხოვრებას ბანაკში, კიდევ უფრო ინტერაქციულს გადხის. ბანაკის დასრულების შემდგომ თითოეული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს, ბანაკში მონაწილეების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ პირობებში ცხოვრებაზე. ამისთვის კომპანიას ჰყავს კვალიფიციური და გადამზადებული კადრები, რომლებიც ორგანიზაციის დამფუძნებლებლებთან ერთად, ინტენსიურ კომუნიკაციაში იქნებიან ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან. ტვინების ბრძოლის ფინალური ტურის, გამარჯვებული გუნდები სრული დაფინანსებით ისარგებლებენ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ჩვენთან ყველა ქულა ფასდება! რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური შეთავაზებით და პირობებით ისარგებლებენ ის გუნდებიც, რომლებიც ჩემპიონატის საპრიზო ადგილებზე მოხვდებიან. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ბანაკში გატარებული ყოველი დღე, თითოეული მონაწილისთვის დაუვიწყარ თავგადასავლად იქცეს.

  • წიგნები საქალაქო ჩემპიონატისთვის

    გაინტერესებს რა წიგნი უნდა წაიკითხო საქალაქო ტურში წარმატებული ასპარეზობისთვის ? აი ისინიც: U5 (3,4,5 კლასი)- ,,ლიონებერგელი ემილი’’ ავტორი-ასტრიდ ლინდგრე U8 (6,7,8 კლასი)- ,,ჰელადოსი’’ ავტორი-ნოდარ დუმბაძე U12 (9,10,11,12კლასი) - ,,ანტონიო და დავითი’’ ავტორი-ჯემალ ქარჩხაძე

  • რა უნდა ვიცოდეთ ,,ტვინების ბრძოლის" შესახებ

    არსი ,,ტვინების ბრძოლა“ არის გუნდურ-ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის. მიზანი პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობაში ერუდიციის, წიგნიერებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლება.ასევე ინტელექტუალური განტვირთვის წახალისება. თამაშის წესები გუნდი შესაძლოა დაკომპლექტდეს 6 წევრისგან, თუმცა სათამაშო მაგიდასთან ერთდროულად შესაძლებელია განთავსდეს არუმეტეს 5 მონაწილე.  მე-6 წევრი არის სათადარიგო, რომელიც ჩანაცვლების პრინციპით უერთდება თამაშს. თამაში შედგება 15 შეკითხვისგან, რომლებიც მონაცვლეობით არის 5,6,7 ქულიანი. თითოეული შეკითხვის გაჟღერების შემდგომ მონაწილეებს აქვთ 90-წამი პასუხების დასაფიქსირებლად. განზღვრული  დროის ბოლო 15 წამის განმავლობაში, თითოეული გუნდის კაპიტანმა, პასუხების ფურცელი უნდა აღმართოს მაღლა. დროის ამოწურვასთან ერთად ყველა გუნდს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს პასუხების ფურცელი,  დროის ამოწურვის შემდეგ აღმართული პასუხების ფურცელი არ განიხილება. სწორი პასუხი ფასდება შეკითხვის გაჟღერებამდე წინასწარ გამოცხადებული ქულით (5, 6 ან 7), ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით. კაპიტნის ტური თამაშის მე-8 შეკითხვა არის კაპიტნების რაუნდი, რა დროსაც სათამაშო მაგიდასთან რჩება, მხოლოდ ერთი მონაწილე. გუნდის დანარჩენი წევრები კი დროებით ტოვებენ სათამაშო დარბაზს. დაანონსებული წიგნები ტვინების ბრძოლის ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე (საქალაქო, რეგიონული, ფინალი) წინასწარ ანონსდება წასაკითხი ლიტერატურა. ამავე წიგნებიდან, მოსწავლეებს შეხვდებათ 2 შეკითხვა, უშუალოდ თამაშის პროცესში.ასაკობრივი კატეგორიებიტვინების ბრძოლა ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში: .u5-(მე-3,4,5 კლასები) .u8- (მე-6,7,8 კლასები) .u-12 (მე-9,10,11,12 კლასები) გუნდის დაკომპლექტება შესაძლებელია მხოლოდ  ერთი და იგივე სკოლის, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი მოსწავლეებისგან. ჩემპიონატის პრინციპი ჩემპიონატი ტარდება 4-ეტაპად.პირველ ეტაპზე, სკოლებში  იმართება ტვინების ბრძოლის შიდასასკოლო თამაში, რომელში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია. აღნიშნული ტური უფასოა.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მეორე ეტაპისთვის.მეორე ეტაპია- საქალაქო ტური, რომელშიც გუნდები კონკურენციას უწევენ საკუთარი ქალაქის სხვა გუნდებს.აღნიშნული ტური ფასიანია და თითოეული მოსწავლისთვის შეადგენს  20 ლარს.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მესამე ეტაპისთვის.მესამე ეტაპია- რეგიონული პირველობა, რომელშიც გუნდებიკონკურენციას უწევენ საკუთარი რეგიონის სხვა გუნდებს.აღნიშნული ეტაპი, ისევე როგორც შიდა სასკოლო ტური არის უფასო.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები, იასპარეზებენ  მეოთხე ფინალურ ეტაპზე.ფინალში მონაწილეობის მიღება ფასიანია და განისაზღვრება 20 ლარით ერთ მოაზროვნეზე.სწორედ დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი სამ სხავადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს. განსაკუთრებული პირობები ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე ზოგიერთ შეკითხვას შესაძლოა,ახლდეს დამატებითი ვიზუალური მასალა, რომელიც გუნდებს დაურიგდებათ შეკითხვის გაჟღერებამდე და/ან გამოისახება ეკრანზე.ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპების დასრულების შემდეგ მონაწილე გუნდებს შეუძლიათ, შეავსონ სააპელაციო განაცხადი, თუ მიიჩნევენ, რომ რომელიმე შეკითხვაში მათი დაფიქსირებული პასუხი უნდა ჩაითვალოს სწორად.სააპელაციო განაცხადს განიხილავს სააპელაციო ჟიური, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას; ე.წ. “ლოგიკური დუალის” აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა,ჩაითვალოს პასუხი, რომელიც არ ემთხვევა საავტორო პასუხს.“ლოგიკურ დუალად” მოიაზრება გუნდის დაფიქსირებული პასუხი, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა შეკითხვის პირობაში არსებულ მოთხოვნებს, თუმცა განსხვავდება საავტორო პასუხისგან. აპელაცია ფასიანია და განისაზღვრება 10 ლარით, აღნიშნული თანხა უბრუნდება გადამხდელს, სააპელაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ტვინების ბრძოლა გისურვებთ წარმატებებს და გელით 2024 წლის გაზაფხულის მასშტაბურ სეზონზე.

View All

Other Pages (50)

  • ქიმერიონი | Brains.ge

    < უკან ქიმერიონი ტვინების ბრძოლა - ვეკუას სკოლა წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ რუბრიკას “გაიცანი გუნდი”! პირველი გუნდი კი გახლავთ ამჟამად U9 ასაკობრივი კატეგორიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე, ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული გუნდი “ქიმერიონი”! “ტვინების ბრძოლას” უკვე 2 წელია აქტიურად თამაშობენ! თავდაპრველად საპრიზო ადგილების მოპოვება უჭირდათ, თუმცა მომდევნო სეზონიდან საკმაოდ ხშირად იყვნენ გამარჯვებულთა რიგებში. მიმდინარე სეზონში “ქიმერიონი” პირველი სამი ოფიციალური თამაშის გამარჯვებულია! გუნდის რეკორდი 14 სწორი პასუხია 15 შეკითხვიდან, რომელიც თბილისის ჩემპიონატზე დააფიქსირეს! გუნდის სახელი ინტელექტუალურ კაფე “ქიმერიონს” უკავშირდება. გუნდის წევრების თქმით, მათთვის “ტვინების ბრძოლა”, უპირველეს ყოვლისა, ლოგიკისა და განათლების გამოცდის საუკეთესო საშუალებაა! ასევე, ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა. ჩვენი თამაშის მუდმივი მონაწილეები აღნიშნავენ იმასაც, რომ “ტვინების ბრძოლა” მათ წიგნიერებაზე ზრუნავს - გუნდის წევრებმა არაერთი მანამდე უცნობი წიგნი აღმოაჩინეს და წაიკითხეს! დაბოლოს, გაიცანით “ქიმერიონელები”, ვეკუას სკოლის მოსწავლეები: ალექსანდრე გუნია, დაჩი მაისურაძე, გიორგი მეფარიშვილი, გიორგი ჭიკაიძე და გუნდის კაპიტანი - ანა ჯაფარიძე . მადლობა ჩვენს ერთგულ მონაწილეებს, წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

  • ოლიმპიადა | Brains.ge

    ტვინების ოლიმპიადა Online კაბინეტი ტესტის ნიმუშები ინსტრუქცია და მასალები განრიგი და ადგილები ID აღდგენა დაგავიწყდა პირადი ID ? გაეჯიბრე ხელოვნურ ინტელექტს!​ ტესტის 50% სწორედ ხელოვნურმა ინტელექტმა (AI ასისტენტი) შექმნა, დანარჩენი ნაწილი კი შედგენილია მენტორი მასწავლებლების მიერ, ეროვნული სასწავლო პროგრამის მიხედვით. ​ AI ოლიმპიადის აღწერა: ტვინების ბრძოლის ოლიმპიადა, უნიკალური პრინციპის წყალობით, მოსწავლეს უქმნის შესაძლებლობას, გამოავლინოს როგორც სკოლის პროგრამული მასალის ცოდნა, ისე - ზოგადი განათლებაც. კაჰუთ პლატფორმა, რაზეც მოსწავლეები ასრულებენ ტესტურ დავალებებს, მათ უქმნის მხიარულ და მეგობრულ გარემოს კონკურსისათვის დამახასიათებელი ღელვის მოსახსნელად. ამავდროულად, დავალებების მრავალფეროვნება და თითოეულ დავალებაზე გამოყოფილი ფიქსირებული დრო არ ადუნებს მოსწავლეს. კაჰუთ პლატფორმა, ოლიმპიადის მონაწილეს ადგილზევე აძლევს ინფორმაციას სწორი პასუხის შესახებ, რაც აძლიერებს ოლიმპიადის შემეცნებით მხარეს. ​ ​ ​ წესები : პირველი ეტაპი უფასოა, ტესტის წერისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა; რეგისტრაციაში არჩეულ დროს, მობილურ ნომერზე მოსწავლე იღებს კოდს, რომელიც მოსწავლეს დასჭირდება ტესტის გასახსნელად; ტესტი კაჰუთის პლატფორმაზეა შედგენილი, სადაც სხვადასხვა სირთულის და სპეციფიკის 15 საკითხია მოცემული; ტესტის წერა გრძელდება 40 წუთამდე, თითოეულ დავალებას, სირთულიდან გამომდინარე სხვადასხვა დრო აქვს მინიჭებული; დავალებები მოცემულია როგორც ღია, ისე დახურული ტიპის კითხვებით; ტესტი შედგენილია იმგვარად, რომ მოსწავლეებმა შესაბამის საგანში დაგროვილი ცოდნა სახალისოდ და ნაკლებად სტრესულად დაადასტურონ; ტესტირების მაქსიმალური ქულაა 100; მომდევნო ეტაპზე ასპარეზობს მოსწავლე 50% ბარიერის გადალახვის შემთხვევაში; წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. ​ ოლიმპიადა აერთიანებს სამ პროექტს : ტვინების მათემატიკა ტვინების ინგლისური ტვინების ქართული ოლიმპიადა განკუთვნი ლია: მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის. ​ ოლიმპიადის პირველი ეტაპი - შესარჩევი ონლაინ წერა - გაგრძელდება 28 იანვრამდე! ოლიმპიადის მეორე ეტაპი - გასაუბრება გასაუბრების ეტაპი გაიმართება 28 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით ონლაინ რეჟიმში. Ხანგრძლივობა 10-15 წუთი. გასაუბრებაზე მოსწავლეები მოისმენენ საკონკურსო დავალებას, რომლის მიხედვით უპასუხებენ შეკითხვებს. შეხვედრას წარუძღვებიან საგანმანათლებლო ორგანიზაცია “ბრეინსის” დამფუძნებლები, AI ოლიმპიადის მენეჯერი და ტესტის შემქმნელები. ინგლისური ენა - მოსმენა ქართული ენა - წაკითხულის გააზრება მათემატიკა - მონაცემთა გაანალიზება. AI ოლიმპიადის ფინალური ეტაპი გაიმართება 3-დან 10 მარტის ჩათვლით, რეალურ გარემოში. ფინალურ ტურში მონაწილეობის საფასური შეადგენს 25 ლარს. ​ ფინალურ ეტაპზე დაჯილდოვდებიან როგორც საქართველოს ჩემპიონები, ასევე გამოვლინდებიან რეგიონში საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები შესაბამისი კლასებიდან. AI ოლიმპიადის გამარაჯვებულები და სუპერ ფინალისტები ინგლისური მათემატიკა ქართული მათემატიკა ინგლისური ქართული

  • რეგისტრაცია | Brains.ge

    საქალაქო პირველობა რეგისტრაციის ბოლო დღე 12 მაისი რეგისტრაცია გადახდა 20₾ გადახდა 100₾

View All
bottom of page