top of page

Search Results

166 items found for ""

Blog Posts (76)

  • რატომ ,,ტვინების ბრძოლის" ბანაკი?

    ,,ტვინების ბრძოლის" ბანაკს, რომელიც ჩვენი თამაშების ტრადიციული და მთავარი პრიზია, ბევრი თქვენგანი იცნობს და მაინც რამდენად ღირს ბრძოლა ამ ჯილდოსთვის? რა მოლოდინები უნდა გქონდეთ, იმ შემთხვევაში თუ გახდებით ჩვენი შემეცნებით-ინტელექტუალური თავგადასავლების მეგზურები. ვფიქრობთ გადაწყვეტილების მიღებაში მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ. ტვინების ბრძოლის შემეცნებით-ინტელექტუალური ბანაკი, წლებია ბრეინსელებისთვის გამარჯვების მთავარი მოტივატორია, ეს არის საშუალება შეიძინო ახალი მეგობრები, გახდე კიდევ უფრო სოციალური, თავდაჯერებული, ისწავლო, განამტკიცო, გამოავლინო და გააზიარო შენი შესაძლებლობები. მოკლედ დაწერო შენი წარმატების ახალი ისტორია! ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან ბანაკში ცხოვრება ერთ კვირას მოიცავს. პროგრამა დაგეგმილია იმგვარად, რომ მოსწავლეები დასვენებისა და განტვირთის პარალელურად აქტიურად ერთვებიან შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში. ეს არის ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების და არაფორმალური განათლებას მიღების საუკეთესო შესაძლებლობა. ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან რობოტიკის გაკვეთილები, გუნდური ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, ინტელექტუალური თამაშები, ქორეოგრაფიული და იუმორისტული ღონისძიებები, ღია გაკვეთილები მოწვეულ სტუმრებთან, წამახალისებელი შიდა კონკურსები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რაც ჩვენს ბანაკში გელოდებათ. გაწერილი პროგრამის პარალელურად, თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება გააჟღეროს და გაგვიზიაროს კრეტიული იდეები, რაც ცხოვრებას ბანაკში, კიდევ უფრო ინტერაქციულს გადხის. ბანაკის დასრულების შემდგომ თითოეული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს, ბანაკში მონაწილეების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ პირობებში ცხოვრებაზე. ამისთვის კომპანიას ჰყავს კვალიფიციური და გადამზადებული კადრები, რომლებიც ორგანიზაციის დამფუძნებლებლებთან ერთად, ინტენსიურ კომუნიკაციაში იქნებიან ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან. ტვინების ბრძოლის ფინალური ტურის, გამარჯვებული გუნდები სრული დაფინანსებით ისარგებლებენ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ჩვენთან ყველა ქულა ფასდება! რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური შეთავაზებით და პირობებით ისარგებლებენ ის გუნდებიც, რომლებიც ჩემპიონატის საპრიზო ადგილებზე მოხვდებიან. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ბანაკში გატარებული ყოველი დღე, თითოეული მონაწილისთვის დაუვიწყარ თავგადასავლად იქცეს.

  • წიგნები საქალაქო ჩემპიონატისთვის

    გაინტერესებს რა წიგნი უნდა წაიკითხო საქალაქო ტურში წარმატებული ასპარეზობისთვის ? აი ისინიც: U5 (3,4,5 კლასი)- ,,ლიონებერგელი ემილი’’ ავტორი-ასტრიდ ლინდგრე U8 (6,7,8 კლასი)- ,,ჰელადოსი’’ ავტორი-ნოდარ დუმბაძე U12 (9,10,11,12კლასი) - ,,ანტონიო და დავითი’’ ავტორი-ჯემალ ქარჩხაძე

  • რა უნდა ვიცოდეთ ,,ტვინების ბრძოლის" შესახებ

    არსი ,,ტვინების ბრძოლა“ არის გუნდურ-ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის. მიზანი პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობაში ერუდიციის, წიგნიერებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლება.ასევე ინტელექტუალური განტვირთვის წახალისება. თამაშის წესები გუნდი შესაძლოა დაკომპლექტდეს 6 წევრისგან, თუმცა სათამაშო მაგიდასთან ერთდროულად შესაძლებელია განთავსდეს არუმეტეს 5 მონაწილე.  მე-6 წევრი არის სათადარიგო, რომელიც ჩანაცვლების პრინციპით უერთდება თამაშს. თამაში შედგება 15 შეკითხვისგან, რომლებიც მონაცვლეობით არის 5,6,7 ქულიანი. თითოეული შეკითხვის გაჟღერების შემდგომ მონაწილეებს აქვთ 90-წამი პასუხების დასაფიქსირებლად. განზღვრული  დროის ბოლო 15 წამის განმავლობაში, თითოეული გუნდის კაპიტანმა, პასუხების ფურცელი უნდა აღმართოს მაღლა. დროის ამოწურვასთან ერთად ყველა გუნდს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს პასუხების ფურცელი,  დროის ამოწურვის შემდეგ აღმართული პასუხების ფურცელი არ განიხილება. სწორი პასუხი ფასდება შეკითხვის გაჟღერებამდე წინასწარ გამოცხადებული ქულით (5, 6 ან 7), ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით. კაპიტნის ტური თამაშის მე-8 შეკითხვა არის კაპიტნების რაუნდი, რა დროსაც სათამაშო მაგიდასთან რჩება, მხოლოდ ერთი მონაწილე. გუნდის დანარჩენი წევრები კი დროებით ტოვებენ სათამაშო დარბაზს. დაანონსებული წიგნები ტვინების ბრძოლის ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე (საქალაქო, რეგიონული, ფინალი) წინასწარ ანონსდება წასაკითხი ლიტერატურა. ამავე წიგნებიდან, მოსწავლეებს შეხვდებათ 2 შეკითხვა, უშუალოდ თამაშის პროცესში.ასაკობრივი კატეგორიებიტვინების ბრძოლა ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში: .u5-(მე-3,4,5 კლასები) .u8- (მე-6,7,8 კლასები) .u-12 (მე-9,10,11,12 კლასები) გუნდის დაკომპლექტება შესაძლებელია მხოლოდ  ერთი და იგივე სკოლის, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი მოსწავლეებისგან. ჩემპიონატის პრინციპი ჩემპიონატი ტარდება 4-ეტაპად.პირველ ეტაპზე, სკოლებში  იმართება ტვინების ბრძოლის შიდასასკოლო თამაში, რომელში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია. აღნიშნული ტური უფასოა.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მეორე ეტაპისთვის.მეორე ეტაპია- საქალაქო ტური, რომელშიც გუნდები კონკურენციას უწევენ საკუთარი ქალაქის სხვა გუნდებს.აღნიშნული ტური ფასიანია და თითოეული მოსწავლისთვის შეადგენს  20 ლარს.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მესამე ეტაპისთვის.მესამე ეტაპია- რეგიონული პირველობა, რომელშიც გუნდებიკონკურენციას უწევენ საკუთარი რეგიონის სხვა გუნდებს.აღნიშნული ეტაპი, ისევე როგორც შიდა სასკოლო ტური არის უფასო.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები, იასპარეზებენ  მეოთხე ფინალურ ეტაპზე.ფინალში მონაწილეობის მიღება ფასიანია და განისაზღვრება 20 ლარით ერთ მოაზროვნეზე.სწორედ დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი სამ სხავადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს. განსაკუთრებული პირობები ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე ზოგიერთ შეკითხვას შესაძლოა,ახლდეს დამატებითი ვიზუალური მასალა, რომელიც გუნდებს დაურიგდებათ შეკითხვის გაჟღერებამდე და/ან გამოისახება ეკრანზე.ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპების დასრულების შემდეგ მონაწილე გუნდებს შეუძლიათ, შეავსონ სააპელაციო განაცხადი, თუ მიიჩნევენ, რომ რომელიმე შეკითხვაში მათი დაფიქსირებული პასუხი უნდა ჩაითვალოს სწორად.სააპელაციო განაცხადს განიხილავს სააპელაციო ჟიური, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას; ე.წ. “ლოგიკური დუალის” აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა,ჩაითვალოს პასუხი, რომელიც არ ემთხვევა საავტორო პასუხს.“ლოგიკურ დუალად” მოიაზრება გუნდის დაფიქსირებული პასუხი, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა შეკითხვის პირობაში არსებულ მოთხოვნებს, თუმცა განსხვავდება საავტორო პასუხისგან. აპელაცია ფასიანია და განისაზღვრება 10 ლარით, აღნიშნული თანხა უბრუნდება გადამხდელს, სააპელაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ტვინების ბრძოლა გისურვებთ წარმატებებს და გელით 2024 წლის გაზაფხულის მასშტაბურ სეზონზე.

View All

Other Pages (50)

  • გუნდური | Brains| ტვინების ბრძოლა

    ტვინების ბრძოლა გუნდური შეჯიბრი სავარჯიშო შეკითხვები რეგისტრირებული განრიგი და ქალაქები ბიბლიოთეკა შემოდგომის სეზონ ი 2024 ​ ​ პირვ ელი ეტაპი 1აპრილი 6 მაისი “შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერია: პროექტში ჩართული კერძო და საჯარო სკოლები, “ტვინების ბრძოლის” საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, ლოკალურად ატარებენ ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში. გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოვებს “ბრეინსის” ადმინისტრაცია. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცემათ სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება: ეს გახლავთ ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რომელიც იმართება ქალაქის/მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ​ მიმდინარე სეზონზე ტვინების ბრძოლა ჩატარდა 726 საჯარო და კერძო სკოლაში საქართველოს 51 ქალაქიდან, ​ სამივე ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზა 6514 გუნდმა ​ ​ მეორე ეტაპი საქალაქო პირველობა 19 მაისს 45 ქალაქში გაიმართება. ტვინიკოსთა შერკინება გამოავლენს ქალაქის ჩემპიონებსა და პრიზიორ გუნდებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ რეგიონულ ეტაპზე. ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანია "დაანონსებული წიგნის" წაკითხვა, საიდანაც თამაშზე 2 შეკითხვა გაჟღერდება" . რეგისტრირებული გუნდის მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ტვინების ბრძოლის ONLINE ბიბლიოთეკით: brains.ge/library წიგნების დასახელება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იხილეთ, მთავარ გვერდზე მოაზროვნეების უკეთესად მომზადებითვის იმართება ONLINE სავარჯიშო ჩართვები შეკითხვების ავტორებთან და პროექტის ორგანიზატორებთან ერთად. ​ ​ მესამე ეტაპი - 2 ივნისი რეგიონული ჩემპიონატები გაიმართება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ სათამაშო დარბაზში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე. რეგიონულ ეტაპზეასევე გაჟღერდება შეკითხვები "დაანონსებული წიგნიდან" ​ ჩემპიონ გუნდის წევრებს გადაეცემათ ტიტულის დამადასტურებელი დიპლომი, სეტიფიკატებით დაჯილდოვდებიან საპრიზო ადგილზე გასული გუნდები. რეგიონულ ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს წამახალისებელი პრიზებით ასევე დააჯილდოვებს ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები და სპონსორები. პრიზების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად ჩვენს FB გვერდზე გამცნობთ რეგიონულ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: აჭარა : ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის სკოლის გუნდები. გურია : ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები. სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები. იმერეთი : ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები. რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები. შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები. ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის, ბოლნისისა და მარნეულის სკოლის გუნდები სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძისა და ბორჯომის სკოლის გუნდები მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები თბილისი: გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის სკოლის გუნდები ​ მე ოთხე ეტაპი 16 ივნისი ფინალი ჩატარდება სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები გაერთიანდებიან საერთო ცხრილში. გუნდები პარალელურ რეჟიმში უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს. ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონებს სამივე ასაკობრივ კატეგორიაში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა მთავარი პრიზი - საგზური ბანაკში, იგივე "ტვინების ბრძოლის ინტელექტუალური ფესტივალზე", რომელიც სისტემატიურად იმართება სასკოლო არდადეგებებზე და გახლავთ ინტელექტუალი მოსწავლეების საყვარელი პროექტი brains.ge/camp ​ ​ წესები : ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან. თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია. თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.) ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან. რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან. თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი. მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი. გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს ტურნირში მონაწილეობისთვის გუნდს არეგისტრირებს კაპიტანი, რეგისტრაცია უფასოა brains.ge/reg საქალაქო ეტაპზე მონაწილეობის საფასური ერთი მოსწავლისთვის შეადგენს 20 ლარს. ​ განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: თამაშების ჩატარების ადგილები (მისამართები) ქალაქების მიხედვით იხილეთ აქ: brains.ge/adress ​ 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი; 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი; 17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.

  • ტვინების ბრძოლა • Battle of Brains | ტვინები | 38 Vasil Barnov Street, Tbilisi, Georgia

    პირადი სივრცე Fri, Apr 05 სასკოლო პირველობა / სკოლის სააქტო დარბაზი Learn more Apr 05, 2024, 7:00 PM – Apr 28, 2024, 11:00 PM სკოლის სააქტო დარბაზი გახდი სკოლის ჩემპიონი! პირველი ნაბიჯი დიდი გამარჯვებისკენ... აპრილის თვე სრულად დაეთმობა შიდა სასკოლო ჩემპიონატების ჩატარებას, ბრეინსის გუნდთან კოორდინირებით 56 მუნიციპალიტეტის 1000 მდე სკოლაში, საზეიმოდ მოწყობილ სათამაშო მოედნებზე, გაიმართება გუნდურ-ინტელექტუალური პაექრობა - ტვინების ბრძოლა Share Sun, May 19 II ნაბიჯი - საქალაქო ეტაპი / 12 მაისს სრულდება რეგისტრაცია! დეტალურად May 19, 2024, 11:00 AM – 6:00 PM 12 მაისს სრულდება რეგისტრაცია! ტვინიკოსთა შერკინება გამოავლენს ქალაქის ჩემპიონებსა და პრიზიორ გუნდებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ რეგიონულ ეტაპზე. ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანია "დაანონსებული წიგნის" წაკითხვა, საიდანაც თამაშზე 2 შეკითხვ Share Salo Kapanadze 4 days ago 1 min წიგნები საქალაქო ჩემპიონატისთვის გაინტერესებს რა წიგნი უნდა წაიკითხო საქალაქო ტურში წარმატებული ასპარეზობისთვის ? აი ისინიც: U5 (3,4,5 კლასი)- ,,ლიონებერგელი ემილი’’... 163 eko Apr 5 2 min რა უნდა ვიცოდეთ ,,ტვინების ბრძოლის" შესახებ არსი ,,ტვინების ბრძოლა“ არის გუნდურ-ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის. მიზანი პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობაში... 336 eko Mar 28 2 min ახალი სეზონი ახალი რეკორდების მოლოდინში ტვინების ბრძოლა ახალ სეზონს იწყებს! გუნდურ ინტელექტუალური თამაში, თავისი მასშტაბებით ყოველწლიურ შედეგებს აუმჯობესებს და ახალი სეზონით... 675 eko Mar 20 2 min ტვინების ოლიმპიადა - შეჯამება და შედეგები ტვინების ოლიმპიადა - კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის საგანმანათლებლო ღონისძიებების კალენდარში ამიერიდან... 409 1 2 3 4 5 2024 გაზაფხულის სეზონი სიახლე რეგისტრირებული გუნდები სატურნირო ცხრილები წიგნები ONLINE -STEAMING დაგვიკავშირდი

  • Live Video | Brains.ge

    This link is no longer valid. Back to Site

View All
bottom of page