გაზაფხულის სეზონი 2020

“ტვინების ბრძოლა” არის გუნდური ინტელექტუალური თამაში, რომელიც საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი კომპანია “ბრეინსის” ორგანიზებით 2014 წლიდან ტარდება.




2019-20 სასწავლო წლის გაზაფხულის სეზონი 24 თებერვალს აიღებს სტარტს. საქართველოს ჩემპიონატი იყოფა სამ ნაწილად: 1) შიდა ჩემპიონატები (24 თებერვალი - 25 მარტი) 2) რეგიონული პირველობა 29 მარტი 3) ფინალი 12 აპრილი

მიმდინარე, 2020 წლის გაზაფხულის სეზონზე, ტვინების ბრძოლის მასშტაბურ საქართველოს ჩემპიონატს, სადაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხის წარმატებული მოსწავლეა ჩართული, დაემატა ახალი ასაკობრივი კატეგორია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - სტუდენტური ლიგა.

პირველი ეტაპი “შიდა სასკოლო/საუნივერსიტეტო ჩემპიონატების” სერია

პროექტში ჩართული კერძო და საჯარო სკოლები, ასევე უნივერსიტეტები “ტვინების ბრძოლის” საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, 24 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით ლოკალურად ატარებენ ტვინების ბრძოლის შიდა ჩემპიონატებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოებს ბრეინსის ადმინისტრაცია ასევე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ, რეგიონულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც 29 მარტს ერთდროულად ტარდება საქართველოს მასშტაბით 43 ლოკაციაზე


29 მარტი - “რეგიონული პირველობა”

რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ქალაქში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30% ში მოხვედრილ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე.


სკოლის/უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდები რაიონულ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან განაწილების შემდეგი პრინციპით:


აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის სკოლის გუნდები.
გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები.
სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები.
იმერეთი: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები.
რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები.
შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები.
ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის, ბოლნისისა და მარნეულის სკოლის გუნდები
სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძისა და ბორჯომის სკოლის გუნდები
მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები
კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები
თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა სკოლის გუნდები
თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები
ისათბილისი 3ნი-სამგორის რაიონის სკოლის გუნდები
თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები

გაერთიანებული ცხრილის პრინციპით“ გუნდები კონკურენციაშია მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი განაწილების პრინციპით, მაგალითად: ქალაქ ბათუმში და ქალაქ ქობულეთში სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები ერთიანდებიან საერთო ცხრილში და იბრძვიან აჭარის რეგიონის ჩემპიონის ტიტულისათვის. შეგახსენებთ თამაშები პარალელურად და იდენტური კითხვებით ჩატარდება.

ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ

თამაშების ჩატარების განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

29 მარტი - კვირა:

  • 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი;

  • 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი;

  • 17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.

  • 18:00 საათი მეოთხე ასაკობრივი კატეგორია - სტუდენტები

წესები:

  • ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.

  • თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის/უნივერსიტეტის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია.

  • გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან/უნივერსიტეტიდან შეზღუდული არ არის.

  • თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა (სტუდენტურ ლიგაში 30). (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)

  • ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.

  • რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.

  • თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.

  • მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.

  • გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს

  • მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა https://www.brains.ge/register

  • ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთი მონაწილისთვის შეადგენს 17 ლარს.

0 views
  • Facebook - Black Circle
  • Twitter - Black Circle
  • YouTube - Black Circle

© 2019 Brains.ge

ძველი თბილისი თბილისი საქართველო