გუნდურ-ინტელექტუალური თამაში, ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონი დასრულადა!

Updated: Nov 28, 2019




საქართველოს ჩემპიონატმა პირველ ოქტომებრს აიღო სტარტი და ქვეყნის მასშტაბით სულ სამ ეტაპად წარიმართა - შიდასასკოლო ჩემპიონატი, რეგიონული პირველობა და სუპერფინალი.

2019-2020 წლის შემოდგომის სეზონზე, შიდა სასკოლო ჩემპიონატში 510 სკოლა ჩაერთო, რომელთა გუნდების საერთო რაოდენობა 4987 იყო. 10 ნოემბერს რეგიონული პირველობა გაიმართა, სადაც იასპარეზა 693 გუნდმა.

პირველადგილოსანმა გუნდებმა რეგიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, რეიტინგულად გუნდების პირველ 30%-მა კი- ასპარეზობის უფლება სუპერფინალში.

სუპერფინალი დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა, იგი საქართველოს სამ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) პარალელურად მიმდინარეობდა.


U5 კატეგორიაში (მე-3; მე-4; მე-5 კლასი) ბათუმის სკოლა მონპარნასის გუნდმა, ,,გენიოსები’’, ლევან რამიშვილის კაპიტნობით, პირველობა არავის დაუთმო და 84 ქულით საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

U8 კატეგორიის (მე-6; მე-7; მე-8 ) კლასების საჩემპიონო ტიტული თბილისის 174-ე საჯარო სკოლიდან, ბარბარე ლეთოდიანის გუნდმა მოიპოვა. "ტვინიკოსებმა" დაძაბულ ბრძოლაში, ერთქულიანი სხვაობით დაამარცხა, თანაქალაქელი, 23-ე საჯარო სკოლის გუნდი, ,,Bing bang theory’’.

რაც შეეხებათ უფროსკლასელებს, რომელთაც U12 კატეგორია (მე-9; მე-10; მე-11; მე-12 კლასი) მოიცავს: ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის გუნდი ,,ევერესტი’’, მთელი თამაშის განმავლობაში დამსახურებულ წინააღმდეგობას უწევდა გიორგი კობახიას გუნდ ,,შმარქსს“ - კომაროვიდან, თუმცა, თარაშ დოლაბერიძის გუნდის მოპოვებული ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ ჩემპიონობას კომაროველები დაეუფლნენ.



პირველადგილოსანი გუნდების თითოეულ მებრძოლს გადაეცა ბაკურიანის ზამთრის ბანაკის საგზური. ინტელექტუალური ფესტივალი 15-21 იანვარს გაიმართება.

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს, კუთვნილი ჯილდოები საზეიმოდ გადაეცემათ საკუთარ სკოლაში.

რეგიონალურ ეტაპზე მოასპარეზე თითოეულ მოაზროვნეს, ასევე გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და დიპლომი.


ტვინების ბრძოლის ადმინისტრაცია ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას, მადლობას ვუხდით ყველა იმ მოაზროვნეს, ვინც მონაწილეობა მიიღო 2019 წლის შემოდგომის სეზონში.


თანამშრომლობისათვის მადლობას ვუხდით საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, პროექტში ჩართული სკოლების დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კლასის ხელმძღვანელებს და საგნის პედაგოგებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში ედგნენ მონაწილე გუნდებს.


ტვინების ბრძოლა, რომელსაც ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი კომპანია ,,ბრეინსი’’, უკვე 5 წელია რეგულარულად ტარდება, წელიწადში ორჯერ (გაზაფხულის და შემოდგომის სეზონზე) და დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსწავლეებში. პროექტის ძირითადი მიზანია, ვუბიძგოთ ახალგაზრდა თაობას წიგნის სიყვარულისკენ, გამოვუმუშავოთ სხარტი და ლოგიკური აზროვნება და არაფორმალური გზით ხელი შევუწყოთ განათლების დონის ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში.

566 views
  • Facebook - Black Circle
  • Twitter - Black Circle
  • YouTube - Black Circle

© 2019 Brains.ge

ძველი თბილისი თბილისი საქართველო