top of page

5 ივნისი - შეჯამება

კვირას, 5 ივნისს, საქართველოს მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტვინების ბრძოლის რეგიონული ეტაპი. თამაშმა გამოავლინა როგორც რეგიონული ჩემპიონები, ისე ფინალისტები.


რეგიონული ეტაპი დაძაბული კონკურენციისა და გარდამავალი უპირატესობის პირობებში მიმდინარეობდა. ჩემპიონატს საქართველოს 323 გუნდი შემოუერთდა, თითოეული რეგიონის გუნდების 30%-მა კი ფინალის საგზური მოიპოვა.

ტვინების ბრძოლის გუნდი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს. გისურვებთ წარმატებას!


ფინალი 12 ივნისს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალისტების შესახებ ინფორმაცია ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. ფინალისტების გარდა, გამოვლინდნენ რეგიონული ჩემპიონებიც:


U5 ასაკობრივი კატეგორია:

• აჭარა - გუნდი "სალამურა", კაპიტანი მიქაელ ალელიშვილი

• გლდანი-ნაძალადევი - "თანამედროვე ბავშვები", ნუცა შავდია

• გურია - "ჭალიკონი", იაკობ კალანდაძე

• ვაკე-საბურთალო - GAS super team, ლელუკა ელბაქიძე

• იმერეთი - "ტვინიკოსები 1", ანდრია ბიგვავა

• ისანი-სამგორი - "ტვინიკოსები 2", რუსო დონაძე

• კახეთი - "ტვინიკოსები", ანასტასია ბლუიშვილი

• სამეგრელო - "არწივები2", ზაურ კვარაცხელია

• სამცხე-ჯავახეთი - "გვირილები", მარიამ ჯამასპიშვილი

• სვანეთი - "ავაზა", ანა ნიგურიანი

• ქვემო ქართლი - "ენგური", ნუცა კახაძე

• შიდა ქართლი - "პირველები", ნინო ლოხიაური

• ძველი თბილისი - "უბრალოდ ჭკვიანები", გიორგი პერანიძე


U8 ასაკობრივი კატეგორია:

• აჭარა - გუნდი "ლეგიონი", კაპიტანი დავით კილაძე

• გლდანი-ნაძალადევი - "ჩადები", ნია გოგბერაშვილი

• გურია - "მყინვარწვერი", გიორგი ბარამიძე

• დიდუბე-ჩუღურეთი - "ცნობილი ხუთეული", ბარბარე გოლეთიანი

• ვაკე-საბურთალო - "მებრძოლთა კლუბი", მარიამ ალავიძე

• იმერეთი - "ლეგიონი", მირიან სვანაძე

• ისანი-სამგორი - "ოქროს ვარსკვლავები", ნიკოლოზ ქეშელაშვილი

• კახეთი - "თაობა", კესო სესიაშვილი

• სამეგრელო - "ტორნადო", სანდრო მამალაძე

• სვანეთი - "ევერესტი", დემეტრე ანსიანი

• ქვემო ქართლი - "ოპტიმისტი", ანი კამკამიძე

• შიდა ქართლი - "მომავლის იმედი", ირაკლი ბაინდურაშვილი

• ძველი თბილისი - "ბეტა მეორედი", ალექსანდრე სუჯაშვილი


U12 ასაკობრივი კატეგორია:

• აჭარა - "ფრანციუმი", გიორგი ინაიშვილი

• გლდანი-ნაძალადევი - "მეგატვინი", გიორგი ქარდავა

• გურია - "ტრანკაცუნკები", ლუკა ბარამიძე

• დიდუბე-ჩუღურეთი - "Endspiel", გივი ჭუმბურიძე

• ვაკე-საბურთალო - "უეჭველი კუში", ირაკლი ბეგიაშვილი

• იმერეთი - "კუნგ ფუ გრიზლი", მარიამ გელაშვილი

• ისანი-სამგორი - "ისტორია და ახალი თაობა", ლიზი ყარალაშვილი

• კახეთი - "ხეკორძულას წყალი", გიორგი ქაიხოსროშვილი

• სამეგრელო - "ფუძიამა", სალომე ქირია

• სამცხე-ჯავახეთი - "ოქროს ლომები", სალომე მაისურაძე

• ქვემო ქართლი - "ცნობილი ხუთეული", დავით გუმაშვილი

• შიდა ქართლი - "პეგასი", გიორგი გამგებელი

• ძველი თბილისი - "Undersky", სანდრო მამამთავრიშვილი

431 views0 comments

Kommentare


bottom of page