"451º ფარენჰაიტით" რეი ბრედბერი/U8

Updated: Nov 12, 2018

დაანონსებული წიგნი მეორე ასაკობრივი კატეგორიისთვის U8. 25 ნოემბერი


ამერიკელი მწერალი, რომელიც მოღვაწეობდა ფანტასტიკის, საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივების ჟანრში. ყველაზე მეტად ცნობილია 1953 წელს გამოცემული ანტიუტოპიური ჟანრის რომანით „451 ფარენჰეიტით“ და 1950 წლის რომანით „მარსის ქრონიკები“. ბრედბერი აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტ მწერლად.წიგნში ჩვენ ვეცნობით ქალაქს, რომელიც ტექნიკური აღმასვლის პიკზე იმყოფება. მოსახლეობას, რომელიც გაბრუებულია რეკლამებით, ტელევიზიით, ამქვეყნიური სიამოვნებებით. ვეცნობით ასევე ქალაქის “მხსნელებს” – მეხანძრეებს. სახლები ცეცხლგაუმტარია, ადამიანები ერთმანეთს ძლივს ესაუბრებიან, შემოიფარგლებიან ერთი და იგივე სიტყვების ტრიალით, ფაქტობრივად “ხალხი არაფერზე საუბრობს”. ეს შედეგები იმით არის გამოწვეული, რომ წიგნების კითხვა არის აკრძალული. სახლს, სადაც ერთ წიგნს მაინც ნახავენ, მაშინვე ცეცხლს უკიდებენ. სწორედ ეს ევალებათ მეხანძრეებს.


მხითხველის შეფასება:

ხშირად ასახელებენ წიგნებს და მეკითხებიან წაკითხული მაქვს თუ არა. რაც არ ვიცი, იმაზე დამრიგებლური სახით მეუბნებიან, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წავიკითხო. მე კიდევ ეს “უნდა” წასაკითხი მაშინვე რიგის ბოლოს გადამაქვს. ამ მიზეზით მიჩქმალული მიდევს უკვე წელიწადია რეი ბრედბერის “451º ფარენჰაიტით”, წიგნი, რომელიც წიგნებს ეხება და “უნდა” წასაკითხი წიგნების სერიაში გამოიცა.

მოქმედება არარეალურ ქალაქში ხდება, სადაც მეხანძრეებს ერთი ფუნქცია აქვთ – გააჩაღონ ცეცხლი და გაანადგურონ წიგნები. წიგნებს მათი მფლობელებიც ეწირებიან. სხვა სამყაროა და ადამიანებიც სხვანაირები არიან, ემოციაგამოცლილები, რობოტულები.

“ჩვენს საუკუნეში ყველაფერი გაუფასურდა. ადამიანსა და ქაღალდის ხელსახოცს ერთი ფასი აქვს. შეგიძლია ცხვირი მოიწმინდო ადამიანით, დაჭმუნჭო, გადააგდო, მერე მეორეს წასწვდე, თითზე შემოიხვიო, ნესტოები გამოიწმინდო და გადააგდო”.

დაახლოებით ამ თემაზე უკვე იმდენი ფილმი გადაიღეს, ბევრიც დაიწერა, ამიტომ 2014 წლის გადასახედიდან 1985 წელს დაწერილი ეს წიგნი სიუჟეტის ორიგინალურობით ნამდვილად არ გამოირჩევა. არც მაინცადამაინც განსაკუთრებული წერის სტილი აქვს. ფანტასტიკის ჟანრის მოყვარული არ ვარ, მაგრამ წამიკითხავს რამდენიმე ნაწარმოები, რომელიც უფრო დამაჯერებლად, არაზღაპრულად იკითხება.


საერთოდ მგონია, რომ გასულ საუკუნეში XXI საუკუნის ეშინოდათ და ელოდნენ რაღაც ცვლილებას, რაც ამ ორი საუკუნის ადამიანს მნიშვნელოვნად განასხვავებდა. ოღონდ ეს ცვლილება იქნებოდა უარყოფითი, რაც მეცნიერებების და შესაბამისად, ტექნიკის განვითარებას უნდა მოჰყოლოდა.


ამ ნაწარმოებშიც ადამიანი წიგნს იმიტომ დაშორდა, რომ დრო აჩქარდა, ტექნიკა განვითარდა და მათ ეზარებოდათ კითხვისთვის დიდი დროის დათმობა.


“თქვენ წიგნები კი არა, ის გაკლიათ, რაც ოდესღაც ეწერა მათში… წიგნები მხოლოდ ერთი საცავი იყო, სადაც იმას ვინახავდით, რისი დავიწყებაც გვეშინოდა” – ეუბნება ფაბერი მონტეგს და აღნიშნავს, რომ მთავარი ფურცლები კი არაა, არამედ ის ინფორმაცია, რაც იქ წერია და მთავარია, ეს ინფორმაცია იყოს გადაცემული, ამას რა ხერხით მოახერხებ, მნიშვნელობა არ აქვს.


სინამდვილეში ამ საკუნეშიც ჩვენ ადამიანებად დავრჩით, წიგნებსაც ვკითხულობთ და თან ვანადგურებთ კიდეც.



ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - წიგნები



გამოუვალი შემთხვევისათვის გთავაზობთ PDF ვერსიას :)

1. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ეკრანიზაცია: ფილმი 1966 წელი

2. საინტერესო ფრაზები ფილმიდან:


1,603 views
  • Facebook - Black Circle
  • Twitter - Black Circle
  • YouTube - Black Circle

© 2019 Brains.ge

ძველი თბილისი თბილისი საქართველო