ფინალი: 16 დეკემბერი

Updated: Mar 17, 2019


დისტანციური ფინალი საქართველოში მოასპარეზე გუნდებისათვის ჩატარდება სამ ლოკაციაზე:

თბილისში: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ
ქუთაისში: აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. 59, N1208 აუდიტორია
ბათუმში: სკოლა იუჯი, ჯავახიშვილის ქუჩა 5

სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები გაერთიანდებიან საერთო ცხრილში.

პარალელურად თამაშები გაიმართება ერევანში, ბაქოსა და მოსკოვში.



16 დეკემბერი

U5 - 3, 4, 5 კლასი: 11:00 საათი

U8 - 6, 7, 8 კლასი: 14:00 საათ

U12 - 9, 10, 11, 12 კლასი: 17:00 საათი


შეკითხვები შედგენილია ინგლისურ ენაზე, ხოლო მოთამაშეები მოისმენენ მშობლიურ ენაზე თარგმნილ ვერსიას.

შეკითხვები წინასწარაა ჩაწერილი და გაჟღერდება აუდიო ფორმატით, რაც გუნდებს თანაბარ პირობებში ასპარეზობის საშუალებას აძლევს.

ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონ გუნდს სამივე ასაკობრივ კატეგორიაში. ასევე გამოვლინდება ტურნირის მთავარი ტიტულის “კავკასიის საუკეთესო გუნდის” მფლობელი.

საქართველოს ჩემპიონ გუნდს, გადაეცემა ერთკვირიანი შემეცნებითი ფესტივალის უფასო საგზური. ფესტივალის შესახებ


ფინალისტი გუნდები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.brains.ge/results

ფინალში გადასული გინდები ცხრილში მწვანე ფერით არის ღნიშნული


ფინალში მონაწილეობა უფასოა, საიტზე განმეორებით რეგისტრაცია საჭირო არ არის!


ფინალის წესები:

  • ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.

  • თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)

  • თამაშზე ორი შეკითხვა დაანონსებული წიგნიდან გაჟღერდება.

U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი

მარკ ტვენი: ტომ სოიერის თავგადასავალი

U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი

ჟიულ ვერნი: 80 000 კილომეტრი წყალქვეშ

U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი

ჯორჯ ორუელი: ცხოველების ფერმა

  • რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.

  • თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.

  • მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.

  • გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.

  • თუ თხუთმეტი კითხვის შემდეგ ვერ გამოვლინდა პირველადგილოსანი გუნდი, გაიმართება სუპერფინალი, (დამატებითი შეკითხვა - ჩემპიონის გამოვლენამდე)

2,484 views
  • Facebook - Black Circle
  • Twitter - Black Circle
  • YouTube - Black Circle

© 2019 Brains.ge

ძველი თბილისი თბილისი საქართველო