top of page

ტვინების ჭადრაკის ფინალი, 2023!

Updated: Dec 23, 2023

ტვინების ჭადრაკის ფინალური, შეხვედრა რეალურ გარემოში თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.მონაწილეები დაწყვილდებიან კენჭისყრის მეთოდით და ერთმანეთთან კონკურენციაში

იქნებიან ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.


ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება:

U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები)

U6 (მე-4, მე-5, მე-6, კლასის მოსწავლეები)

U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები)


ზოგადი წესები   

  • ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, 7 ტურად.

        სასტარტო სიისათვის კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით - SwissManager,         კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდება როგორც www.chess-results.com  (GEO) ასევე ჩვენს         საიტზე  www.brains.ge/results

  • ჩემპიონატის სათამაშო დღის ხანგრძლივობა 3-4 საათი, შესვენებების ჩათვლით. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი, სვლაზე 5 წამის დამატებით.

  • ტურნირზე დაიშვებიან 1-12 კლასის ის მოსწავლეები, რომლებმაც გადალახეს “ტვინების ჭადრაკის” საკვალიფიკაციო ეტაპი.(50% ბარიერი)

  • ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი ოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

       1. პირადი შეხვედრა;

       2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

       3. მოგებების რაოდენობა;

       4. შავებით ნათამაშები პარტიები.


ჩატარების ადგილები და განრიგი:

სამივე ასაკობრივი კატეგორიისთვის,( U3,U6,U12) თამაში დაიწყება 11:00 საათზეე

ქუთაისი: ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა,გ.ტაბიძის N58.

თბილისი:გლდანი-ნაძალადევი 112- ე საჯარო სკოლა, ცოტნე დადიანის N28


სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან რეგიონში პირველი სამი ადგილის მფლობელი მოჭადრაკეები.

ჩემპიონებს ტიტულთან ერთად გადაეცემათ მთავარი პრიზი - საგზური ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკში. ასევე, სიმბოლურ და წამახალისებელ პრიზებს მიიღებს ყველა ფინალისტი, რომელმაც შეჯიბრებაში კარგი შედეგი აჩვენა.


98 views0 comments
bottom of page