top of page
Writer's pictureeko

ტვინების ოლიმპიადა - შეჯამება და შედეგები

Updated: Mar 26




ტვინების ოლიმპიადა - კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის  საგანმანათლებლო ღონისძიებების  კალენდარში ამიერიდან სისტემატიურად მოინიშნება. ოლიმპიადამ სტატრი შემოდგომის სეზონზე აიღო.

,,გაეჯიბრე ხელოვნურ ინტელექტს“ ეს არის მთავარი მახასიათებელი,  რაც ტვინების ოლიმპიადის სპეციფიკას და  ინდივიდუალიზმს ქმნის. უნიკალური პრინციპის გამოყენებით ჩემპიონატის მონაწილეებს მიეცათ საშუალება გამოევლინათ როგორც პროგრამული ცოდნა, ასევე ზოგადი განათლება.  

   ოლიპიადა სამ ტურად გაიმართა, ინდივიდუალიზმზე საუბრისას, მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩატარების სპეციფიკა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ორი ეტაპი ონლაინ რეჟიმში Kahoot პლათფორმის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ტესტური დავალებების შესასრულებლად 5 დეკემბრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, მათთვის სასურველი დრო და თარიღი აერჩიათ, რამაც ტესტის წერა თითოეული მონაწილისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადა.

საგნობრივი ოლიმპიადის პირველ ტურში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატი სამ საგანში ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში ჩატარდა. ტესტები სხვადასხვა სირთულის და სპეციფიკის 15 საკითხისგან იქნა შედეგენილი. თითოეულ საგანში მოსწავლეებს  60 წუთი ჰქონდათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათმა უმრავლესობამ დავალებების შესრულებას გაცილებით ნაკლები დრო მოანდომა.

პირველ ეტაპზე ჩართული მოსწავლეების სტატისტიკა ასე გამოიყურება.

  • მათემატიკის ტესტური დავალებები 1720-მა მოსწავლემ დაწერა.

  • ქართული -1590.

  • ინგლისური - 1261.

  • შემდეგ ტურში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს მონაწილეებმა, რომლებმაც შეძლეს 50%-იანი ბარიერის გადალახვა.

ტვინების ოლიმპიადის შემდეგი მეორე ეტაპი, კომპანიურად ასევე ნოვაციური გადაწყვეტა იყო, რაც ონლაინ გასაუბრების ფორმატში გამოიხატა. მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს, 28 იანვრიდან 29 თებერვლის ჩათვლით, კომპანიის დამფუძნებლები და ოლიმპიადის მენეჯერები პირადად გაესაბრნენ და ორმხრივი ინტერაქციის ფარგლებში, ფინალისთვის ერთგვარი გზამკვლევი ინსტრუქციები გასცეს. გასაუბრების პარალელურად მონაწილეებმა kahooT პლათფორმაზე ტესტური დავალებებიც შეასრულეს.

  • ინგლისური ენა - მოსმენა 

  • ქართული ენა - წაკითხულის გააზრება

  • მათემატიკა - მონაცემთა გაანალიზება.





,,კარგი ქულა დედის გულის ვარდია" სიმბოლური სლოგანით ტვინების ოლიმპიადამ 3 მარტს ფინალური ტური გამართა.

საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები სხვადასხვა საგამოცდო ცენტრებში გადანაწილდნენ. ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარების 10 ადგილი მოინიშნა, იმ მიზნით რომ ფინალისტებს, საცხოვრებელი ადგილიდან საგამოცდო ცენტრამდე, მაქსიმალური წვდომა ჰქონოდათ.


ტვინების ბრძოლა მადლობას უხდის მასპინძელ დაწესებულებებს და თითოეულ გულშმატკივარს, რომლებიც ტრადიციულად მრავლად ჰყავს ჩვენს პროექტებსა და მონაწილეებს.

გულშემატკივრები ფინალური ტურიდან, ქუთაისი

სიმბოლურია რომ ოლიმპიადის ფინალი 3 მარტს, დედის დღეს ჩატარდა. მონაწილეებისთვის მოტივაციის კიდევ უფრო გასაზრდელად, დაიგეგმა აქცია-პერფორმანსი. საგამოცდო სივრცეებში ტესტის წერასთან ერთად, მოსწავლეებს მისალოცი ბარათები დახვდათ და დედებს გულწრფელი სურვილები დაუწერეს.





ფინალური ტურიდან ერთი კვირის განმავლობაში მოხდა შემოსული აპელაციების განხილვა, ხოლო 8 მარტს ცნობილი გახდა, ოლიმპიადის პირველადი შედეგები და განთავსდა ჩვენს საიტზე.

ფინალურ ტურზე, როგორც მოსალოდნელი იყო გამოვლინდნდენ გამარჯვებულები და ასევე თანაბარ ქულიანი მონაწილეები,რამაც სუპერ ფინალის გამართვის აუცილებლობა განაპირობა.

გამარჯვებულებისა და სუპერფინალისტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ აქ https://www.brains.ge/

სუპერ ფინალი 31 მარტს თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება, სადაც პირველობისთვის 39 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე იბრძოლებს.

აქვე გთავაზობთ ჩატარების დაზუსტებულ ლოკაციებს

კომპანია ,,ბრეინსი" წინასწარ უხდის მადლობას ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებას მასპინძლობისთვის.

რაც შეეხება საგნების განრიგს და ჩატარების დროს,

. ქართული 12:00

. მათემატიკა 13:00

. ინგლისური 14:00

ბრეინსი ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს, შევხვდებით 31 მარტს.




1,058 views1 comment

1 Comment


მე ალექსანდრე ხარჩილავა თბილისი მივიღე მონაწლეობა ინგლისურ ენის ფინალში მაინტერესებს მოვხვდი თუ არა სუპერ ფინალში რომელიც გაიმერთება 31 მარტს

Like
bottom of page