top of page

ტვინების ბრძოლის ფინალი - 12 ივნისი

Writer: Mariam kacadzeMariam kacadze

Updated: Jun 11, 2022

ტვინების ბრძოლის საქართველოს ჩემპიონატის დიდი ფინალი 12 ივნისს გაიმართება!


ტვინების ბრძოლის ფინალი 12 ივნისს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ თითოეულ რეგიონში უმაღლესი შედეგების მქონე გუნდები (საუკეთესო 30%), რომლებმაც მოიპოვეს ფინალის საგზური. დაანონსებული წიგნებისა და ფილმის შესახებ ინფორმაციის ნახვა ჩვენს საიტზეა შესაძლებელი.


ფინალისტ გუნდებს საშუალება ექნებათ, მოპოვებული ქულების მიხედვით დამატებითი დაფინანსება მოიპოვონ ზაფხულში გასამართი ტვინების ბრძოლის ინტელექტუალური ფესტივალისთვის. თითოეულ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გუნდი კი ფესტივალის სრულ დაფინანსებას მიიღებს!


ჩატარების ადგილები და განრიგი:


U5 ასაკობრივი კატეგორია (3,4,5 კლასები): 11:00

U8 ასაკობრივი კატეგორია (6,7,8 კლასები): 14:00

U12 ასაკობრივი კატეგორია (9,10,11,12 კლასები): 17:00


თბილისი: ალტე უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქუჩა 1.

ქუთაისი: წერეთლის უნივერსიტეტი, თამარ მეფის 59.

ბათუმი : ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა, გრიბოედოვის 35.


გისურვებთ წარმატებას!

 
 
 

Comments


bottom of page