საქალაქო ჩემპიონატი / 25 ნოემბერი

Updated: Nov 9, 2018

25 ნოემბერს, კავკასიის ღია ჩემპიონატის, რეგინალური ეტაპის ფარგლებში, გაიმართება: “საქალაქო პირველობა”


საქალაქო ჩემპიონატები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ქალაქში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ ქალაქის ჩემპიონის სტატუსს, ხოლო საუკეთესო სამეულებს მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ, მომდევნო, ფინალურ ეტაპზე.


თამაშები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:

ბათუმი,
ქობულეთი,
ფოთი,
ზუგდიდი,
სენაკი,
სამტრედია,
წყალტუბო,
ქუთაისი,
ზესტაფონი,
გორი,
რუსთავი,
თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევი,
თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთი,
თბილისი 3 ისანი-სამგორი,
თბილისი 4 ვაკე-საბურთალო

ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ



თამაშების ჩატარების განრიგი საკობრივი ჯგუფების მიხედვით:

25 ნოემბერი - კვირა:

  • 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი;

  • 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი;

  • 17:00 საათიმესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.



წესები:

  • ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.

  • თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სკოლის მოსწავლეებია.

  • გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან შეზღუდული არ არის.

  • თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)

  • ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.

  • რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.

  • თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.

  • მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.

  • გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს

  • მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა https://www.brains.ge/register

  • ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთ მოსწავლეზე შეადგენს 15 ლარს.


0 views
  • Facebook - Black Circle
  • Twitter - Black Circle
  • YouTube - Black Circle

© 2019 Brains.ge

ძველი თბილისი თბილისი საქართველო