5-01.jpg

დაისვენე 5 ლარად!

ინტელექტ-ფესტივალის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ფესტივალის დარჩენილი რამდენიმე საგზურის გასათამაშებლად, ტვინების ბრძოლის გუნდი გთავაზობთ უნიკალურ შემოთავაზებას: ჩაერთე უფასო საგზურისთვის ბრძოლაში, გაიმარჯვე და მოიპოვე სრული დაფინანსება!

 

აქციის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს რეგისტრაცია სმს შეტყობინებაში მითითებულ სარეგისტრაციო ფორმაში, აქციაში მონაწილეობის საფასურის - 5 ლარის - გადახდის შემდეგ, მოსწავლეები მიიღებენ ზუმის ლინკს, რომელშიც 24 ივლისს შედგება kahoot-ის ონლაინ ინტელექტუალური თამაში. თამაშში გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც მონაწილეობის საფასური გადაიხადეს, ფესტივალის დარჩენილ საგზურებს მოიპოვებენ და სრული - 1250-ლარიანი - პაკეტით უფასოდ ისარგებლებენ.

 

 

მონაწილეობის წესები:

• მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია და მონაწილეობის საფასურის - 5 ლარის - გადახდა.

• საფასურის გადახდა შესაძლებელია 23 ივლისის ჩათვლით.

• მონაწილეები 24 ივლისს ჩაერთვებიან კაჰუთის (kahoot) ინტელექტუალურ ონლაინ თამაშში, რომელიც 20 შეკითხვისგან შედგება.

• საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები მოიპოვებენ ინტელექტ-ფესტივალის სრულ დაფინანსებას და 27 ივლისს გაემგზავრებიან ბაკურიანში.

მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ 

 

 

 

 

ბანაკის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: brains.ge/camp