
ტვინების ბრძოლა 2022
2022-2023 სასწავლო წელს “ტვინების ბრძოლა” ჩატარდება ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში:
1. U5 | მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები
2. U8 | მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები
3. U12 | მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები
4. სტუდენტური | უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები
პირველი ეტაპი
“შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერია:
პროექტში ჩართული კერძო და საჯარო სკოლები, “ტვინების ბრძოლის” საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, ლოკალურად ატარებენ ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში.
გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოვებს “ბრეინსის” ადმინისტრაცია. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცემათ სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება: ეს გახლავთ ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რომელიც იმართება რეგიონული მასშტაბით.
მეორე ეტაპი
რეგიონული ჩემპიონატები გაიმართება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ლოკაციაზე შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე.
რეგიონულ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის სკოლის გუნდები.
გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები.
სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები.
იმერეთი: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები.
რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები.
შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები.
ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის, ბოლნისისა და მარნეულის სკოლის გუნდები
სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძისა და ბორჯომის სკოლის გუნდები
მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები
კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები
თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა სკოლის გუნდები
თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები
თბილისი 3 ისანი-სამგორის რაიონის სკოლის გუნდები
თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები
მესამე ეტაპი
ფინალი ჩატარდება სამ ლოკაციაზე: თბილისში ქუთაისსა და ბათუმში. სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები გაერთიანდებიან საერთო ცხრილში.
ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონ გუნდს ოთხივე ასაკობრივ კატეგორიაში.